პოლიტიკური გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა, რომელიც აშშ-ს საელჩოში გაიმართა, იან კელის ინიციატივით იყო ორგანიზებული.
„ამერიკის ელჩი დაინტერესდა ჩვენი პრობლემებით. აქ მოვედით მისი ინიციატივით. ჩვენ გავაცანით, თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რა ზეწოლები ხორციელდება. იან კელი დაინტერესდა თითოეული ფაქტით და აღგვითქვა გვერდში დგომა”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
„ამერიკის ელჩმა იან კელიმ აღგვითქვა, რომ ჩვენ გვექნება სრული მხარდაჭერა, იმისთვის, რომ პროცესები იყოს ნორმალიზებული. ვთქვით, რომ მასთან გვქონდეს მაქსიმალური კონტაქტი, რათა შევძლოთ და სისტემატურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და სტაბილურ გარემოში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
”მან აღგვითქვა, რომ მუდმივ კონტაქტში იქნება ჩვენთან და ის დამკვირვებელთა კორპუსი, რომელიც აქ არის და კიდევ რომელიც ჩამოვა წინასაარჩევნოდ, იქნება მაქსიმალურად მომართული იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე სახის პროვოკაცია, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ერთი კვირის განმავლობაში”, - განაცხაადა მამუკა კაციტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.