ქვეყნის მომავალი გამოიყურება ძალზე უპერსპექტივოდ - რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას აკრიტიკებს
01-10-2016, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა ფარატინა ფურცელია.

 

 

პარტიის ცნობით, დღეს გამართულ ბრიფინგზე გოცირიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო პროგრამა სიცრუით არის სავსე.

 


„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა. მას თან ახლავს ქვეყნის განვითარების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამ ორი დოკუმენტის ურთიერთშედარებისას ნათლად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა ფარატინა ქაღალდია. “ოცნების” მთავრობის ბიუჯეტი სიცრუეში ამხელს “ოცნების” მთავრობის საარჩევნო პროგრამას. ამ ორი დოკუმენტის ურთიერთშედარებისას ნათლად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა არის ფარატინა ქაღალდი. იგი არის არარეალისტური დოკუმენტი, ტრადიციულად გაჯერებული ცრუ დაპირებებით. პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების უდიდესი ნაწილის შესრულება ნავარაუდევია ქვეყნის ბიუჯეტიდან, თუმცა მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ამ დაპირებების უდიდესი ნაწილი არ არის გათვალისწინებული.

 

 

მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ქვეყნის მომავალი გამოიყურება ძალზე უპერსპექტივოდ. ეკონომიკური ზრდა მომავალ 2017 წელს გათვალისწინებულია 4 პროცენტის ოდენობით, ხოლო საშუალოდ ოთხი წლის განმავლობაში 4, 6 პროცენტის ფარგლებში. 

 

 

მთავრობა არ აპირებს: პენსიების ზრდას, მასწავლებლების ხელფასების მატებას, ჯანდაცვის პაკეტში მედიკამენტების გათვალისწინებას, გადასახადების შემცირებას, ინფრასტრუქტურის განცითარებას იმ ტემპით, რაც პროგრამაშია მოცემული, ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირებას და უამრავ სხვას, რაც დაპირდა საარჩევნო პროგრამით და არ ჩანს არც ბიუჯეტში და არც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაში. ყოველივე ამას ჰპირდება ”ნაციონალური მოძრაობა” და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დანაპირებს”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი