ია მეტრეველი: მინდოდა მეკითხა სანდრა რულოვსისთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს?
01-10-2016, 06:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდოდა მეკითხა სანდრა რულოვსისთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს? - განაცხადა სენაკში ჟურნალისტებთან საუბრისას ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

 

 

„დღეს მე და გულიკო გამცემლიძემ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილდახვრეტილმა დედებმა გადავწყვიტეთ, რომ სანდრასთვის კითხვები დაგვესვა. ძალიან გამაღიზიანა მისმა ფრაზამ, რომ მან ჩახედა მიშას თვალებში და თურმე აღარ მოკლავენ, აღარ გააუპატიურებენ კაცებს ჩვენს ქვეყანაში და თურმე აღარ იქნება ძალადობა. მინდოდა მეკითხა მისთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს? ასეთი რაღაც თქვა, რომ სუფთა ხელებით მოვდივარო და რომელი სუფთა ხელებით, სისხლში რომ არიან ყელამდე? 20 ლარად გაყიდული ხალხი, სიდუხჭირისგან გაუბედურებული ხალხით, რომელიც ვეღარ ვითარდება, უკვე ასეთებით მანიპულირებს სააკაშვილი და ასეთი ხალხი ყავდათ ჩამოყვანილი დღეს, რომლებმაც დიდი აგრესია გამოხატეს ჩვენს მიმართ, მანქანის შუშაც დამიზიანეს",- განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

სენაკში, სანდრა რულოვსისა და მისი მხარდამჭერების აქციაზე ხმაური იყო. ია მეტრეველი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან მივიდა და განუცხადა, რომ არასოდეს მას სინანული არ გამოუხატავს შვილმკვდარი დედების მიმართ. სანდრა რულოვსმა კი განაცხადა, რომ ის რაც მოხდა, მას არ უნდა დააბრალონ.

 

 

„არიან ადამიანები, ვინც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს როცა მიშა იყო. ეს არის ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო და ძალიან ვწუხვარ ამისთვის, მაგრამ ეს დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკაში შესვლასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ გვინდა მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი