თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა. დედაქალაქის მერიის ცნობით, სკვერში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მრავალწლიანი ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა, გამოიცვალა ქვაფენილი, ბორდიურები, მოეწყო სარწყავი სისტემა.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა გარე განათების ბოძები, დამონტაჟდა ლამპიონები, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები. რეაბილიტაციის პროცესში დაიგო მწვანე საფარი, გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები, ასევე მოეწყო საბავშვო სპორტული მოედანი, რომელიც კაუჩუკით მოპირკეთდა. სპორტული მოედანი გასართობი ინვენტარითა და საქანელებით დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. ფუნქციონირება განაახლა სკვერში არსებულმა შადრევანმაც.
,,რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მაიაკოვსკის სკვერის განახლება. მნიშვნელოვანია, რომ აქ 3000-ზე მეტი სხვადასხვა მცენარე დაირგო, ასევე, სრულად მოხდა პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია: გაკეთდა შადრევანი, სასმელი წყალი მოსახლეობისთვის, სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის, დაიდგა დასასვენებელი სკამები, ნარჩენების გადასაყრელი ახალი ურნები და მნიშვნელოვნად განახლდა ტერიტორია. გარშემო ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია და ყველაზე მთავარი, რაც აქ მოსახლეობას სჭირდებოდა, სწორედ ეს იყო - კეთილმოწყობილი სკვერი. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ამ უბნისთვის,‘’ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ზედამხედველობით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "ჯეო პარკმა" ჩაატარა. სამუშაოების ღირებულებამ 480 000 ლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.