მიხეილ სააკაშვილი: აუცილებლად უნდა გავუკეთო ივანიშვილს ის, რისიც მას პანიკურად ეშინია
01-10-2016, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში მისი ჩასვლის პანიკურად ეშინია.

 

 

„იძახიან, რომ კარგი, სამეგრელოში და აჭარაში ”ნაციონალები” მოიგებენ, ეგრე არ არის, როგორც კი მთავრობა აღიარებს, რომ ერთ-ერთ რეგიონში არჩევნები წაგებული აქვს, ე.ი. ყველაფერი წაგებული აქვს. გურიაშია ძალიან მაგარი სიტუაცია. გურიაში არანაკლები სიტუაციაა, ვიდრე სამეგრელოში. სამტრედიაში პრაქტიკულად პირველი ტურში 50%-ზე მეტს მივიღებთ. ქუთაისს ძალიან მყარად ვიგებთ.

 

 

ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას იმიტომ, რომ ძალიან მარტივია - რატომ არის, რომ ივანიშვილი დღე და ღამე იძახის, სააკაშვილი თუ ჩამოვა, დავიჭერთ, სააკაშვილს ასეთ საკანში ჩავსვამ, ისეთ საკანში ჩავსვამ, შუქს გამოვურთავ, ჩავურთავო, რაღაც სისულელებს იძახის. პანიკურად ეშინია ჩემი ჩასვლის. აუცილებლად უნდა გავუკეთო ის, რისიც მას პანიკურად ეშინია და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება”, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2   ზურა
      
ქალბატონო სესილი, როგორც თქვენ ბრძანებთ დამკვირვებელი იყავით არასამთავრობო ორგანიზაციიდან "მწვანე დედამიწა". თქვენი ორგანიზაცია რეგისტრირებული იყო ცსკოში როგორც დამკვირვებელი და არა ცსკოდან დამკვირვებელი. ამ ორ სიტყვაში დიდი განსხვავაბაა. ძალიან მაინტერესებს 30 ლარი ვის უნდა გადაეხადა თქვენთვის, რომელიც არ მოგცეს, ხელისუფლებას?ცსკოს? თუ იმ ორგანიზაციას რომელსაც წარმოადგენდით არჩევნების დღეს. რაც შეეხება ცივ წყალს, კვებას თუ მობილური ტელეფონში სალაპარაკოს დარიცხვას ესეც იმ ორგანიზაციის დასაფინანსებელი იყო, რომელსაც თქვენ წარმოადგენდით არჩევნების დღეს.ასე, რომ მომავალში გაითვალისწინეთ და თუ რომელიმე ორგანიზაციიდან დააპირებთ არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობას, იცოდეთ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციაა ვალდებული უზრუნველყოს თქვენი დაფინანსება. ნურც მთავრობას და სხვა ნებისმიერ პარტიას ნუ მოსთხოვთ რაიმეს.
4 ივლისი 2017 04:18
#1   sesili zarnadze
      
ბატონი მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაესწროს არჩევნებს, მის მოტყუებას ვერ შეძლებს ეს კორუმპირებული მთავრობა, მე ვიყავი დამკვირვებელი ერთერთი არჩევნების დროს---მწვანე დედამიწა---ცსკოდან--ვნახე ყველაფერი და როცა პროტესტი გამოვთქვი, მითხრეს ნაციონალი ხარო? ჩვენ ჩვენი გვეგონეო---30 ლარი მეკუთვნოდა და არ გადამიხადეს,უარი მითხრეს ამ მიზერულ თანხაზე, არადა არჩევნების დროს უწყლობით ვიხრჩობოდით, ხალხი ცუდად გახდა და ჩემს ბიჭს მოვატანინე სახლიდან 12 გაყინული წყლის ბოთლი--აი, მაშინვე ეტყობოდათ რისი გამკეთებლებიც იყვნენ ხალხისთვის,ეგ საკუთარი ჯიბის მონები
4 ივლისი 2017 01:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი