პუტინმა ივანიშვილს მიუგდო თავისი ფული და უთხრა - აჰა, ჩამომაშორე სააკაშვილიო, -აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„თუ დააკვირდით, ერთხელ არ დაელაპარაკა მას პუტინი. რატომ უნდა დაელაპარაკოს? პუტინისთვის ის არის „ხელის ბიჭი“. მიუგდო თავის ფული და უთხრა, აჰა, ჩამომაშორე სააკაშვილიო. ბევრად მეტ პატივს გვცემდა ჩვენ, როგორც მტერს, ვიდრე ამ „ხელის ბიჭებს“. მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ როგორც ივანიშვილი ჯაჭვლიანს ეპყრობა, რომელსაც უბრალოდ ინახავს, ასევე პუტინი ივანიშვილს ეპყრობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანვე შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ნამდვილად აპირებს.
"ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას იმიტომ, რომ ძალიან მარტივია - რატომ არის, რომ ივანიშვილი დღე და ღამე იძახის, სააკაშვილი თუ ჩამოვა, დავიჭერთ, სააკაშვილს ასეთ საკანში ჩავსვამ, ისეთ საკანში ჩავსვამ, შუქს გამოვურთავ, ჩავურთავო, რაღაც სისულელებს იძახის. პანიკურად ეშინია ჩემი ჩასვლის. აუცილებლად უნდა გავუკეთო ის, რისიც მას პანიკურად ეშინია და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.