დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო, დღეს არის სტაბილურად, მაგრამ სწრაფად საქართველოს წინსვლის დრო, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიდუბის ოლქის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ”ქართულ ოცნებას” აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო.
”დღეს სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად უზრუნველყოფილია მეტი სტაბილურობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, რჩება ოკუპაციის პრობლემა და ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმით რაც არის, მაგრამ ერთი რამის თქმა შეგვიძლია, რომ დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო, დღეს არის სტაბილურად, მაგრამ სწრაფად საქართველოს წინსვლის დრო. დღეს არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა, განვითარებული ინფრასტრუქტურით, განვითარებული განათლების სისტემით, მმართველობის სისტემით, უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკით ნამდვილად ისეთ ქვეყნად, სადაც თითოეულ ჩვენგანს გაუხარდება ცხოვრება. ამ გეგმით ვცხოვრობთ, ვცოცხლობთ, ვსუნთქავთ, ვათენებთ და ვაღამებთ, რადგან ვიცით, რომ ეს არის რეალობა. ეს არის სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, ქვეყნისა და ადამიანის სიყვარულზე აგებული გეგმა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.