კახა კალაძე: არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანონ
01-10-2016, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში ის დრო, ის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებზე იძალადებენ, - ”ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნული განცხადება დიდუბის მე-15 და მე-16 ოლქებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა.

 

 

„ძალიან მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. პირველი, რაც მინდა გთხოვოთ ყველას, ეს არის ის, რომ 8 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ. ყველაფერი უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენთაგანმა იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, ყველას მოვკიდოთ ხელი და მივიყვანოთ საარჩევნო ყუთებთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატება, ჩვენი გამარჯვება. ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“, მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება 8 ოქტომბრის არჩევნებში ნიშნავს იმ დემოკრატიული გზის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს დავიწყეთ. დღეს სიმბოლურია, რომ ჩვენ ყველა აქ შევიკრიბეთ. დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნების გზით, დემოკრატიული გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვედით ხელისუფლებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


”ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანოს.

 

 

„დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც გარკვეული რევოლუციების მოწყობა უნდათ გარკვეულ ჯგუფებს. მე მინდა დაგამშვიდოთ ყველა, რომ არავის არაფერი არ გამოუვა. ეს დრო ჩაბარდა წარსულს. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანონ. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ მოძალადეები, ქვეყანაში დააბრუნონ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში ის დრო, ის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებზე იძალადებენ. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება.

 

 

ზუსტად პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არის ის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქვეყანაში , ვისაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას თქვენთან ერთად. მთავარია ვიყოთ ერთად, როგორც დღემდე. ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი სიმტკიცით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას . მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული ჩვენთაგანისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი