პაატა ბურჭულაძე: ჩვენ არც ”ნაციონალური მოძრაობის” და არც ”ქართული ოცნების” სატელიტები არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხის, ჩვენი საქართველოს პარტია
01-10-2016, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”მე მივმართავ ჩვენი შტაბის წევრებს, ჩვენს მაჟორიტარებს და მხარდამჭერებს - კიდევ ცოტა გავიჭირვოთ, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

ბურჭულაძის თქმით, პარტიას გადაუკეტეს ყველა ფინანსური გზა. ამის მიუხედავად, პოლიტიკური ბლოკის ლიდერი იმედოვნებს, რომ არჩევნებში საქართველო მათ გვერდში დაუდგება. 

 

 

"ჩვენზე მიდის ძალიან დიდი ზეწოლა. გადაგვიკეტეს თითქმის ყველა ფინანსური გზა, რაც კი შეიძლებოდა გვქონოდა. ჩვენ გვებრძვის ყველა, იმიტომ რომ არ ვაწყობთ არავის. ჩვენს წინააღმდეგაა ყველა, გარდა ქართველი ამომრჩევლისა. ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან წინსვლა და ქვეყნის ფეხზე დაყენება ან ოთხი წელი კიდევ ამ მთავრობის ხელში ჩვენი ქვეყნის დატოვება, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს მას. ფულმა არ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველო და მისი დედაქალაქი, თბილისი ჩვენ გვერდში დაგვიდგება”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

მისივე თქმით, ჰქონდა არჩევანი ბიძინა ივანიშვილის ფინანსები აერჩია და ”მისი მარიონეტი გამხდარიყო”, მაგრამ ეს არ გააკეთა.

 

 

”მე შევქმენი პოლიტიკური პარტია რადგან ჩემი ქვეყანა გასაჭირშია. მე შევქმენი ჩვენი პოლიტიკური პარტია, რადგან ჩემს სამშობლოს ძალიან უჭირს. მე ამდენი გაჭირვებული და მშიერი ადამიანი ჩემი ცხოვრების მანძილზე საქართველოში არ მინახავს. დღიდან ჩემი პოლიტიკაში შემოსვლისა, ორი საპირისპირო რამ ხდება. ერთი მხრივ, სიყვარული და მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, მეორე მხრივ, უდიდესი ზეწოლა მთავრობისგან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ზეწოლა ხორციელდება ბიზნესმენებზე, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა უნდა, შემომწირველებზე, ჩვენს მხარდამჭერებზე. ბევრი ჩვენი შემომწირველი დღესაც კი სასამართლოშია დაბარებული. ჩვენ დავდექით ორი არჩევანის წინაშე, ან ავირჩიოთ ბიძინა ივანიშვილის თანხა და გავხდეთ მისი მარიონეტები, ისეთივე როგორებიც არიან მთავრობის წევრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ან ავირჩიოთ და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც საქართველოს გამოადგება. მე უკვე რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადე ღია ეთერში, რომ ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა, უარს ვიძახით რომ ვიყოთ ვინმეს მარიონეტები. ჩვენ არც ”ნაციონალური მოძრაობის” და არც ”ქართული ოცნების” სატელიტები არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხის, ჩვენი საქართველოს პარტია”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი