სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK-ის კვლევის თანახმად, "ქართულ ოცნებას" პროპორციული წესით არჩეული 30, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 29 დეპუტატი ეყოლება.
GFK-ს ახალი კვლევა, რომელიც "რუსთავი 2" -ის დაკვეთით ჩატარდა, პროპორციული სიის მაჩვენებლებს ასახავს და ის მაჟორიტარობის კანდიდატების მონაცემებს არ ეხება. ეს არის მხოლოდ პროპორციული ანუ პარტიული სიებით მიღებული ხმების სავარაუდო გადანაწილება.
"რუსთავი 2" -ის ცნობით, თუ კვლევის შედეგები გამართლდა, მაშინ დეპუტატების რაოდენობა ასე გადანაწილდება - ქართულ ოცნებას 30 დეპუტატი ეყოლება, ნაციონალურ მოძრაობას - 29 დეპუტატი, ლეიბორისტულ პარტიას, თავისუფალი დემოკრატებს და პაატა ბურჭულაძის ბლოკსაც 6-6 მანდატი შეხვდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.