ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
აღნიშნული მოსამართლეები პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნენ.
პრეზიდენტმა 10 წლის ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, უზენაესმა სასამართლომ კი თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის პოსტზე კიდევ ერთი ვაკანსიაა, სადაც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დანიშნოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში დაგეგმილ ღონისძიებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უზენაესი სასამართთლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.
ფიცის დადების ცერემონიას საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი გახსნის.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ წევრს, მათ შორის თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ამოეწურათ.
სამი ახლად განწესებული მოსამართლის მიერ დღეს ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, დღის წესრიგში დადგება ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა, გიორგი ლომთაძემ განმარტა, ახალი თავმჯდომარის არჩევა მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს. პროცედურულად, თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენას პლენუმის სამი წევრის მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო მოსამართლედ დამტკიცებას მინიმუმ ხუთი მოსამართლის თანხმობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.