ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა.
შსს-ს ცნობით, საპატრულო ხომალდების გადაცემის ცერემონია ბალტიმორში, აშშ-ის სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მხრიდან შს მინისტრის მოადგილე-სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელმოწერის ღონისძიებას აშშ-ის სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი სანდრა შტოცი და საქართველოში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლოზ ბერლინელი ესწრებოდნენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, Island-ის კლასის საპატრულო ხომალდები საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის, სამართალდარღვევების დროულად გამოვლენისა და მათზე რეაგირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.
„ხომალდების გადმოცემის შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლი, პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს აღნიშნული ხომალდების ეკიპაჟების 10 კვირიან გადამზადებას აშშ-ს სანაპირო დაცვის შესაბამის სასწავლებელში“,-აცხადებენ უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.