„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვახტანგ ხმალაძის გამო ჩავარდა ხმაურის საწინააღმდეგო კანონი“,-ნათქვამია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ მიმდინარე არჩევნების თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც აღნიშნული აქვს, რომ აუცილებელია ხმაურის საწინააღმდეგო კანონის მიღება.
„სინამდვილე კი ასეთია: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა თბილისის საკრებულოს საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ეხებოდა ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში სანქციების დაკისრების საკითხს. საკანონმდებლო წინადადების მოწონებას სჭირდებოდა 10 ხმა. წინადადებას მხარი დაუჭირა კომიტეტის 9 წევრმა, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ და კომიტეტის ორივე „რესპუბლიკელმა“ წევრმა, 1 იყო წინააღმდეგი, 9 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ვახტანგ ხმალაძეს მიმდინარე არჩევნების თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც აღნიშნული აქვს, რომ აუცილებელია ხმაურის საწინააღმდეგო კანონის მიღება”, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.