„ნაცმოძრაობის“ მიერ ნაცემი ახალგაზრდები ირაკლი ბერაიამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს
02-10-2016, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები საავდმყოფოში წუხელ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ბერაიამ, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

 

 

კერძოდ კი საავადმყოფოში ასევე იმყოფებოდნენ ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ხობის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ვარაზ გაბედავა.

 

 

ამის შესახებ Gurdian.ge-ს ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

 

 

 

ირაკლი ბერაიას თქმით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ნაცემი ახალგაზრდების მშობლებსაც გაესაუბრნენ.

 

 

როგორც მან აღნიშნა, საავადმყოფოში „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი იწვა, რადგან მესამე მალევე გაწერეს ექიმებმა.

 

 

ირაკლი ბერაია დღეს დილით, გამთენიისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და აქტივისტებს შეხვდა და ყველას მოუწოდა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ.

 

 

„არ აჰყვეთ „ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებს. სიმშვიდის შენარჩუნებით დავადეკლარირებთ 8 ოქტომბრის გამარჯვებას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ინციდენტის დროს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ თავს.

 

 

„თუ ვინმეს არ აწყობს ეს დესტაბილიზაცია, არ აწყობს  „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად მიაღწევს გამარჯვებას, მათ შორის სამეგრელოშიც“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

ზუგდიდში "ქართული ოცნებისა" და ენმ-ს წარმომადგენლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ მოხდა. „ქართული ოცნების“ ცნობით, ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ნასვამმა წევრებმა მაშინ სცემეს, როდესაც პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ.

 

 

ექიმ ნინო მგალობლიშვილის განცხადებით, სოფელ დიდინეძში დაშავებულ გოგონას თავის არეში მიყენებული დაზიანების გარდა, ყელზე ნაჭდევებიც აღენიშნება. მისი თქმით, საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.   

 

 

„ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს, ერთი გაეწერება ბინაზე. გოგონა უგონო მდგომარეობაში არ შემოუყვანიათ. ადგილზე ჰქონდა რამდენჯერმე გონის კარგვა და ასევე ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, რადგან გარკვეული მომენტები არ ახსოვს. მას ყელზე აღენიშნება ორმხრივი ნაჭდევი“, - განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.

 

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი