საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
02-10-2016, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის  ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

 

 

მათ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართოს თავმჯდომარის თანდასწრებით გამართულ ფიცის დადების ღონისძიებაზე პირობა დადეს, რომ ემსახურებიან ქვეყანას.

 

 

ფიცის დადების შემდეგ მათ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.

 

 

„მიხარია, რომ მე დღეს ვარ აქ იმ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტში, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სამართლებრივ-დემოკრატიულ განვითარებას, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას. მინდა მივულოცო ახლად დანიშნულ მოსამართლეებს და მილოცვასთან ერთად გავუზიარო ის დიდი მისაია, რომელსაც ისინი იწყებენ დღეს. გერქვას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, დიდი პატივია. თქვენ გაქვთ უზარმაზარი ძალა, მაგრამ ამავე დროს ეს არის დიდი ტვირთი, რომლის გაძლებაც და გატანაც ყველა ადამიანს გაუჭირდება. თქვენ იწყებთ მოღვაწეობას უზენაესის, სამართლისა და სიმართლის სამსახურში. თვენი ფიცი მაღლა სწევს თამასას, რომელსაც ადამიანი უნდა ემსახუროს, არ დაემორჩილოს არავის, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა - ანუ გარდა სამართლისა და სიმართლის.

 

 

მოსამართლეობა მხოლოდ იურიდიული კაზუისტიკა არ არის, მოსამართლეობა და სიმართლის სამსახური ყოველთვის ძალიან დიდი პიროვნული ტვირთი იყო. ტვირთი, რომლის გაძლებაც ძალიან ძნელია. ყველა ეპოქაში ვინც ამბობდა სიმართლეს, ასეთი ადამიანების ბედი ყოველთვის ძალიან ძნელი იყო. ამ ტვირთში თქვენ ძალიან ცოტა თანამოაზრე გეყოლებათ, რადგან იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ექნებათ საკუთარი სიმართლე და საკუთარი დღის წესრიგი. ასე დაინახავენ ქვეყნის ბედს, რომ მათ მიერ დანახული სიმართლე არის სწორი. ყველა ეპოქაში იყო ეს წნეხი. იქნება ასევე მცდელობა, საზოგადოებრივი აზრი თქვენზე მომართონ. გაუძლო ამას, არის დიდი მისია. მე არ გამოვყოფ რომელიმე პოლიტიკურ ეპოქას. ყველა ეპოქაში, ვინც ამ ყველაფერს უძლებდა , ეს ადამიანები იყვნენ გამორჩეულები.

 

 

მრავალმილიონიან ქვეყანაში ერი გამოყოფს რამდენიმე ადამიანს, რომელსაც აძლევს უფლებას და ძალაუფლებას, შეცვალოს კანონები, წაიკითხოს კონსტიტუცია, დაუბრუნოს პოლიტიკური დღის წესრიგიდან საკითხი იდეას, იმ მთავარ მიზანს, რასაც სამართლის სამსახური ეწოდება. ეს არის უაღრესად დიდი ტვირთი მე ვიზიარებ იმ სირთულეს, რაც თქვენ მომავალში გელოდებათ. მე მინდა თანადგომა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ ტვირთს ღირსეულად ატარებდა. ამ რთულ გზაზე, როგორც პოლიტიკოსი, როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი. ვდგავარ თქვენს გვერდით და თქვენს მხარდასაჭერად იმ იდეალების სამსახურში, რომელსაც სახავს და ადგენს საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

ფიცის დადების ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესრნენ.

 

 

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 10 სექტემბერს დანიშნა. თეიმურაზ ტუღუში კი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2016 წლის 20 სექტემბერს აირჩია.

 

 

იმერლიშვილი, კვერენჩხილაძე და ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლის ვადით არიან არჩეულები.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის ერთი ვაკანტური ადგილია, რომელსაც არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი შეარჩევს და წარადგენს.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ამოეწურათ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი