გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს
02-10-2016, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს.

 

 

მისი თქმით, საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

 

 

„საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში.

 

 

ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე, ევროპულ არჩევნებს. საზოგადოება ორიენტირებულია, გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში გუშინ მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი.

 

 

„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტიურად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი, მაგრამ მე ასევე მოველი, რომ პოლიტიკურ ძალებში ასევე, არიან ადამიანები, ვინც თავის პრინციპულ პოზიციას, თუნდაც თანაგუნდელებთან დაკავშირებით, დააფიქსირებენ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

ზუგდიდის რაიონში "ქართული ოცნებისა" და ენმ-ს წარმომადგენლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ მოხდა. „ქართული ოცნების“ ცნობით, ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ნასვამმა წევრებმა მაშინ სცემეს, როდესაც პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი