ბაღდათის მუნციპალიტეტის გამგეობასთან დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის, გადადგომა მოითხოვა.
ადგილობრივები გამგებელს ნეპოტიზმში, თანამშრომელთა პარტიული ნიშნით გათავისუფლებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებასა და იმ მოქალაქეების იგნორირებაში ადანაშაულებენ, რომელთაც ტესტირება წარმატებით გაიარეს.
აქციის დასრულების შემდეგ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და აქციის მონაწილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და მოქმედ გამგებელს პირადად გააცნეს აქციაზე შეკრებილთა პრეტენზიები. დარბაზში შეხვედრისას ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. გამგებლის მისამართით გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკაც.
„ნატამალი ნამუსი არა გაქვს“, „გარეწარი ხარ“, "შენ მხოლოდ ფულის საკეთებლად ხარ მოსული", „შენ კაცურ-კაცობით არ გიცხოვრია ამ ქვეყანაზე, მოსული ხარ ბაღდათის რაიონის დასაქცევად“, ამ ფრაზებით მიმართავდნენ ბაღდათის გამგებელს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი აცხადებს, რომ თანამშრომელთა სამსახურებიდან გათავისუფლება და რეორგანიზაცია კანონიერად მოხდა.
„ჩემთვის არავის მოუმართავს, არაფერი არ უთხოვიათ, ვინ არიან კონკრეტულად, ვის აქვს კონკრეტული გვარი, სახელები, ნეპოტიზმის მაგალითები, მითხრან და მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე და მოვისმინო მათი აზრი“, განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის“ წევრის, თორნიკე გიკაშვილის თქმით, გამგებელმა გეგეშიძემ ერთი „ბრძანებით“ სამსახურიდან 45 ადამიანი გაათავისუფლა, ხოლო არაერთი თანამშრომელი მოტყუების გზით გაუშვა.
საინიციატოვი ჯგუფის წარმომადგენლის, გურამ გორგოძის თქმით, გამგებელი ვერ ახორციელებს იმ კურსს, რა კურსიც აქვს „ქართულ ოცნებას“ და კოალიციას, რის გამოც ადგილობრივები აღშფოთებულები არიან. „უამრავი ხარვეზია. იკვეთება დანაშაულებრივი საკითხები მათ მმართველობაში,“ აცხადებს გორგოძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის" წევრები ამბობენ, რომ გეგეშიძე არაერთხელ ამხილეს ისეთ ფაქტებში, როგორიცაა ნეპოტიზმი და თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრებსა და გამგებელს შორის მწვავე საუბარი შედგა, რომლის ამსახველი ვიდეო მასალაც "მედიატორმა" გაავრცელა.
,,ვინაიდან მან უკანონოდ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი დავით შოთაძე, რომელიც თავდაპირველად სხვა პოზიციაზე გადაიყვანა, შემდეგ ეს შტატი საერთოდ გააუქმა და სამსახურიდან გაათავისუფლა. მომხდარს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ დავით შოთაძეს დაეწვა სახლი და გამგებელმა მას ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდაზე გასვლა ,,არ ურჩია” მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო და დაჰპირდა, რომ სამსახურში დატოვებდა. მას შემდეგ, რაც შოთაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა. ეს არის ადამიანის შეცდომაში შეყვანა. ამჟამად დავით შოთაძე მძიმე სოციალურ პირობებშია. მოვითხოვთ გადადგეს ბაღდათის რაიონის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე! აქვე დავამატებ, გამგებელმა ჩვენთან საუბრისას აღიარა, რომ შოთაძის გათავისუფლების საფუძველი მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილებაა.”- აცხადებს ,,მედიატორის” წარმომადგენელი თორნიკე ბიკაშვილი.
„შე უღირსო ადამიანო, შე არაკაცო, ასეთი მდგომარეობა ბაღდათს არცერთი გამგებლის პერიოდში არ ახსოვს“ - ასე მიმართა აღშფოთებულმა ქალბატონმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს არასამთავრობო ორგანიზაციის „მედიატორის“ მიერ მოწყობილ აქციაზე.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ თუ გამგებელი არ დატოვებს თანამდებობას, აქციები პერმამენტულ ხასიათს მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში ისინი უკიდურეს ზომასაც მიმართავენ, რაც ირაკლი გეგეშიძისთვის სამუშაო კაბინეტის კარების აჭედვაში გამოიხატება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.