ირაკლი ოქრუაშვილი მასზე შეიარაღებულ თავდასხმაში კახა კალაძეს და კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს
02-10-2016, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ პირის ვინაობას ამჟღავნებს, ვინც მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. როგორც ოქრუაშვილმა გორში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პირი ალექსანდრე ინდუაშვილია.

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, დღეს დილით ამომრჩევლებთან შეხვედრები ჰქონდა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, "ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდანვე ცდილობდა შეხვედრების ჩაშლას".

 

 

„ედუარდ ნუცუბიძეს რომ არაფერი გამოუვიდა, მოიყვანა მკვლელობაზე და ყაჩაღობაზე არაერთგზის ნასამართლევი, ვინმე ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მასაც ჰქონდა სურვილი შეხვედრის ჩაშლის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაცვის წევრებმა რამდენჯერმე კორექტულად მიუთითეს, ბოლოს მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა განახორციელა, როგორც ჩემს მიმართ, ისე ჩემი დაცვის წევრების მიმართ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა და დაამატა, რომ გორში ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება და "ამ ყველაფერის თავი და თავი გახლდათ კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ასეთი ადამიანების აქტიურობას".

 

 

ოქრუაშვილის თქმით, სწორედ "ის აძლევდა გარანტიას, რომ მათ არავინ შეეხებოდათ, ისევე როგორც ის უკეთებდა ორგანიზებას კრიმინალურ ავტორიტეტების მიერ გორელი ახალგაზრდებისათვის ზარების განხორციელებას. მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ჩემი ძალებით ძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მაქვს“.

 

 

ირაკლი ოქრუაშვილი მომხდართან დაკავშირებით პოლიციისაგან რეაგირებას ელოდება.

 

 

„პოლიციას აქვს მცირე დრო, რადგან ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი აპირებს საქართველოს დატოვებას ცხინვალის გავლით. კახა კალაძის ეს ქმედება, მისი ცოლისძმის ჩართვა პროცესში, არის გამომწვევი მიზეზი ამ დაუსჯელობის სინდრომის. თუ საარჩევნო პროცესი უნდა იმართოს ე.წ. კარგი ბიჭების მიერ, ეს კარგს არაფერს მოუტანს „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი