მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარს აღარც უსმენენ, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ინტერნეტში, სავარაუდოდ, მისი და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.
"ეს ფსკერია უკვე, ძვირფასო მეგობრებო. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარს აღარც უსმენენ. ამას ქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება. მე რომ პირადი ცხოვრება აღარა მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არახალია", - წერს გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ. ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე „სავარჯიშო ბალიშია". მისივე შეფასებით, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე "მთლიანად მთავრობის მხარესაა".
„სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში, ხმას ვეღარ იღებს ვერავინ... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, - ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულ განცხადებას მამუკა ახვლედინი აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.