ირაკლი კობახიძე: რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან მოგვდის
03-10-2016, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“  სავარაუდო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გავრცელდებოდა, მანამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის შესახებ ინფორმაცია.

 

 

ამის შესახებ მან „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია იმის გამო ჟონავს, რომ იქ ყველა არ არის წამსვლელი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი გეგმის შესრულებაზე.

 

 

 „ვიდრე სკანდალური ჩანაწერი გავრცელდებოდა, ჩვენი წყაროებიდან მსგავსი სცენარის შესახებ ინფორმაცია უკვე გვქონდა, სხვათა შორის, ინფორმაცია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან მოგვდის.

 

 

ზუსტად ვიცით, რა გეგმები ჰქონდათ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც - სურდათ პროვოკაციების მოწყობა, რითაც პოსტსაარჩევნო პროცესისთვის ფონი შემზადდებოდა, მოვლენების განვითარება ინტენსიური უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ერთი ინციდენტისა და პროვოკაციის საშუალება არ მივეცით. პარალელურად ჩვენს აქტივისტებს ვეუბნებით: „შეგაგინებენ, არ უნდა უპასუხო, დაგარტყამენ, ხმა არ გასცე“,- განაცხადა კობახიძემ.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციების მთელი ჯაჭვი უნდა ყოფილიყო.

 

 

„გვქონდა ინფორმაცია ე.წ. პარალელური ორგანიზაციების შექმნის შესახებაც. შექმნეს კიდეც ასეთი ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები უნდა განეხორციელებინა. რაც შეხება ფატებს, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი მართლაც ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში დაფიქსირდა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და დასძინა, რომ  პროვოკაციების მოწყობის ყველაზე მაღალი ალბათობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და ბათუმშია.

 

 

„ბათუმსა და ზუგდიდში აქციები ვიწრო ქუჩებში ჩაატარეს, რეალურად კი, თუნდაც აჭარაში ადგილობრივ შტაბს 6 000 კაცის მობილიზება ჰქონდა დავალებული, თუმცა მხოლოდ 2500-მდე კაცის შეკრება მოახერხა. ზუგდიდშიც იგივე სურათი იყო. მეტიც, ზუგდიდის შტაბში თბილისიდან ჩასული ლიდერები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და ადგილობრივი აქტივის ხელმძღვანელები მწავავედაც გააკრიტიკეს.

 

 

ჩვენი პრინციპული პოლიტიკის შედეგია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად უსუსურ და მარგინალურ პოლიტიკურ ძალად იქცა. 8 ოქტომბერს მათი მარგინალიზაცია ამომრჩეველმა საბოლოოდ უნდა გააფორმოს”, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი