საქართველო დღეს ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში; მინდა, ვუსურვო პრემიერ ღარიბაშვილს, იყოს პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერს ანალოგიურ შეთანხმებას ნატო-სთან. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
რუმინეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება მთავრობის პრიორიტეტებია.
„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას, სიამაყით წარვადგინოთ ხელშესახები შედეგები რიგის სამიტზე, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონული საფრთხეები. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა და რუმინეთს ამ მიმართულებით მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ბიზნესაქტივობის გაფართოებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.