ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: 9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.6%-ით გაიზარდა
03-10-2016, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.6%-ით გაიზარდა.

 

 

ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 631,302 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 62,615-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,

 


ჩოგოვაძის ცნობით, სექტემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 304,814 შეადგინა, რაც 77,660-ით მეტია 2015 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +34.2%).

 

 

მისივე თქმით, 2016 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.6%), სომხეთიდან (+4.2%), რუსეთიდან (+31.3%), თურქეთიდან (-21.5%) და ირანიდან (+571.9%) განხორციელდა.

 

 

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყენებს, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, სექტემბერში გამოირჩნენ გერმანია +22%, ლატვია +22%, ლიტვა +21% და საფრანგეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +572%, ეგვიპტე +199%, სირია +160%, ინდოეთი +132% და საუდის არაბეთი +83%.

 

მისივე თქმით, საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 9 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,879,031 შეადგინა, რაც 384,690-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +8.6%).

 

 

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,156,731 შეადგინა, რაც 352,411-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა+19.5%).

 

 

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2016 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+12.6%), სომხეთიდან (+13.9%), თურქეთიდან (+12.5%), რუსეთიდან (+16.7%) და უკრაინიდან (+17.8%) განხორციელდა.

 


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერში გამოირჩნენ ლატვია (+26%), დანია (+23%), გერმანია (+21%) და ლიტვა (+19%). განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ავღანეთი (+563%), ავსტრალია (+217%), მალაიზია (+46%), ბრაზილია (+42%), იორდანია (+40%), ეგვიპტე (+35%), ინდოეთი (+34) და იემენი (+33%).

 

 

ჩოგოვაძის თქმით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

 

მისივე განცხადებით, 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 867.9 მილიონ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

 

ჩოგოვაძის თქმით, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 169,613 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +25%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

 

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის რვა თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,029,824 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +13.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი