ბიძინა ივანიშვილი GFK-ს კვლევებზე: „ნაცმოძრაობის“ უკრაინაში გაქცეულმა ლიდერმაც გაიმეორა სიცრუე
03-10-2016, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ცუდ დღეშია.

 

 

ამის შესახებ მან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ბაზალეთზე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნულით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში გაქცეულმა ლიდერიმა მიხეილ სააკაშვილმაც გაიმეორა სიცრუეა იმის შესახებ, რომ არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ 30-პროცენტიან მხარდაჭერას მოიპოვებს.

 

 

„მაგათი უკრაინელი ლიდერი [უკრაინაში გაქცეული ლიდერი, თორემ მაგაზეც აღზევდებიან თუმცა, უკრაინელია, ქართველობაზე, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, არ წამომცდენია] გამოდის და ამბობს, როგორ უკუღმა აქვთ ამ საცოდავებს ყველაფერი დაყენებული, კიდევ შედეგებს ელოდებიან, მანაც გაიმეორა ეს სიცრუე. მოკლედ ესაა. თუ გავიხსენებთ კადაფიზაციას და იმ სცენარებს, რასაც ხატავენ, ძალიან ცუდ დღეში არიან. აგონიაში არიან, მათ რესურსი არ აქვთ",-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი