საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი სიტყვები, რომ ამომრჩევლის 30% ჯერ კიდევ ფიქრობს, ხოლო 150-200 000 ადამიანი "ნაცმოძრაობას" აძლევს ხმას, სიცრუის გასავრცელებლად გამოიყენა.
ყოფილი პრემიერის თქმით, პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ "ივანიშვილიც კი აღიარებს 30%-ს", რაც მისი შეფასებით, ერთგვარი ნიადაგის მომზადება იყო იმისთვის, რომ შემდეგ "რუსთავი 2"-ს GFK-ს კვლევა გამოექვეყნებინა, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" 26%-იანი მხარდაჭერა, ხოლო "ქართულ ოცნებას" 25.4%.
"საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდნენ ბოლომდე, რაც ძალიან კარგია იმიტომ რომ ამომრჩეველს გაუდავილდება არჩევნის გაკეთება, რადგან საბოლოოდ არჩვენებენ საკუთარ სახეს - ეს კარგია. ამავდროულად, თუ გავიხსენებთ კიდევ კადაფიზაციითაც გვემუქრებიან, რევოლუციითაც - რისი რესურსიც მათ არ აქვთ და ა.შ საბოლოო ჯამში, თვითონ ახერხებენ საკუთარი თავის მარგინალიზაციას. კიდევ გავიმეორებ, რომ ეს ჩვენს ამომორჩეველს გაუიოლებს, ჩემი აზრით, არჩევნის გაკეთებას და არ გამოვრციხავ, რომ ბოლო კვირაში პრინციპულად შეიცვალოს სიტუაცია ხმების მიხედვით", - აღნიშნა ივანიშვილმა.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ხმების პრინციპულად შეცვლაში, ივანიშვილი პასუხობს:
"პრინციპულად შეიცვალოს მათთან დამოკიდებულებით, რომ საბოლოო ჯამში, ვეღარ მალავენ საკუთარ თავს. თვითონვე ახერხებენ საკუთარი თავის, რა თქმა უნდა, რეალურად ჩვენებას. რეალობა ასეთია, რომ უარყოფითი ძალაა. მთელი ცხოვრება - ცხრა წლის განმავლობაში ატყუებდნენ საკთარ საზოგადოებას, სიცრუეზე იყო აგებული, ვირტუალურ სამყაროში ცდილობდნენ ეცხოვრებინათ და ასეთი ჯგუფი იყოფდა ყველაფერს რაც გვახსოვს, რომ არ ჩამოვთვალოთ თავიდან ბოლომდე.
როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი საზოგადოება ასე რომ მოექცე? - ასეთი კითხვა მაქვს მე და ისევ იმ ამომრჩეველთან ვინც შემორჩა "ნაციონალურ მოძრაობას" თუ გვისმენენ ჩვენ კიდევ და რამე თუ ესმით , რამის გაგოენა თუ უნდათ - აქ ხო აღარ უნდა ამას დიდი ანალიზი, შეუძლიათ აიღონ ჩემი ნათქვამი, ძალიან მარტივია, იქ არავითარი გადაცდომა არ არის. შეუძლიათ ნახონ, "რუსთავი 2" ამას როგორ ამახინჯებს - 30% როგორ შემოაქვს და რაც მათავარია, მათი გაქცეული ლიდერიდან დაწყებული და აქაური ლიდერებიც საკუთარი შტაბიდან სასწრაფოდ ახმიანებენ, რომ ივანიშვილიც კი აღიარებს 30%-ს. მისვამდნენ კითხვებს სამი დღის განმავლობაში - რა უნდათ, ამას რატომ ამბობენ? რაში სჭირდებათ? "ნაცებს"ტყუილი რაში სჭირდებათ-მეთქი - ეგ რა კითხვაა. აი, თურმე რაში სჭირდებოდათ, ხომ ნახეთ. ამის გამართლება უნდოდათ - 26%-ის, რომელიც მოიტყუეს. ამ მარტივი სიცრუით უნდოდათ რთული სიცრუის გამართლება, მაგრამ ახლა ესეც ვნახოთ - საერთოდ, რა დაეჯერება მაგათ კვლევებს. წარმოიდგინეთ, ეგზიტპოლებს რომ "რუსთავი 2" ჩაატარებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.