ბიძინა ივანიშვილი: ეს ქალბატონი [სანდრა რულოვსი] ჩამოვიდა დღეს და რაღაც ზღაპრებს ჰყვება, რომ თვალებში ჩახედა თუ ტვინში ჩახედა ამ კაცს [მიხეილ სააკაშვილს] და ეს კაცი აღარ იძალადებს
03-10-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს ქალბატონი ჩამოვიდა დღეს და რაღაც ზღაპრებს ჰყვება, რომ თვალებში ჩახედა თუ ტვინში ჩახედა ამ კაცს და ეს კაცი აღარ იძალადებს და როგორ აღარ იძალადებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას "ნაციონალური მოძრაბის" საარჩევნო სიის მეორე ნომრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

 

 

ივანიშვილის შეფასებით "ნაციონალური მოძრაობა" და პირადად სანდრა რულოვსი უნდა გამოვიდეს და 9-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით, განმარტებები უნდა გააკეთონ.

 

 

"ქალბატონ ია მეტრეველს მე ვიცნობ, დღესაც ვუთანაგრძნობ, ეს იყო ძალიან მძიმე, ერთ-ერთი მძიმე შემთხვევა, კატასტროფული შემთხვევა, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდნენ უაპელაციოდ. გამოდის და აღარ იზამს ამასო და ახლა ჩვენ აგვირჩიეთო. ისევე როგორც რაღაც ჭორებს რომ ავრცელებნ ჩემზე, რომ გარბისო. თვითონ საცოდავები გაქცეულები არიან და ამ სიცრუით შეურაცხყოფა უნდათ მომაყენონ. თანაც კარგი რამ თქვეს - ნუ ეშინიაო, ჩვენ ვაჩვენებთ როგორი ოპოზიცია ვართ ჩვენო, როგორ მოვეფერებით ოპოზიციასო. მათ აჩვენეს უკვე, ესენი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ნუ დაავიწყდებათ როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას - მათ კარგად აჩვენეს. ვითომ ახალი გუნდია ახლა და ახლებურად მოდიან. ნუ ეშინიაო.... როგორ შეცდომებზე ისწავლიან? - ადამიანებს რომ კლავდნენ? რომ აწამდებდნენ ცოცხებით და ფილმიც თუ ნახეთ, იმ ფილმში უფრო შემსუბუქებული იყო ფაქტები. როგორც მოექცნენ იქ ერთ-ერთ მთავარ გმირს, როგორ მოკლეს წამებაში. სხვა ხერხებიც იყო როგორც არის გამოსული ხმა. და ეს იცოდა საზოგადოებამ. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს წამების ფაქტები რომ არა, "ნაცები" ამბობენ, რომ მაშინ შეიძლება არც წაეგოთ არჩევნები. ჩვენ კარგად ვიცოდით რაც ხდებოდა, საზოგადოებაში კარგად იყო ცნობილი, რომ იჭერდნენ ძალიან ხშირად უდანაშაულოებს, აწამებდნენ იმიტომ რომ გაეგოთ იქ იქ რომ შეხვალ საფრთხე გემუქრება და ცოცხალი ვერ გამოხვალ. ამით ცდილობდნენ საზოგადოების დათრგუნვას და დამორჩილებას.

 

 

ეს იყო ტოტალური მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ მთელ საქართველოში. ამაზე იტყვიან უარს? ჯერ გამოვიდნენ, განმარტებები გააკეთონ. ამ ქალბატონმაც გამოვიდეს და გააკეთოს განამრტება - რაზე იტყვიან უარს? რომ აღარ დახოცავენ ახალგაზრდებს, აღარ გააუპატიურებენ, აღარ შეუვარდებიან ოჯახებში, აღარ დააწერინებენ ღამე ჩუქების ნოტარიულად გაფორმებულ ქაღალდებს, აღარ ჩაერევიან სხვის პირად ცხოვრებაში, აღარ გადაირებენ ამდენ კადრებს. ას მილიონზე მეტი მოვითვალეთ მარტო პირადი კადრების გადაღებაზე რაც ჰქონდათ დახარჯული. საზოგადოება კიდევ ვერ ერკვევა და ამბობენ, შუაშისტები რომ არიან განსაკუთრებითფსევდოობიექტურები რომ არიან, სახელსა და გვარებს არ დავასახელებ, არ იმსახურებენ ამასაც. ფსევდოობიექტურობენ და აიგივებენ, ისინიც ცუდები იყვნენ, ესენიც ცუდები არიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დაამატა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადაღებული კადრებიდან ერთი გაავრცელა გელა ხვედელიძემ, რომელიც ამის გამო, "ქართულმა ოცნებამ" უაპელაციოდ გაწირა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი