შალვა ნათელაშვილი ერთადერთი კაცია საქართველოს პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.
ყოფილი პრემიერის აზრით, შალვა ნათელაშვილს შანსი აქვს საპარლამენტო არჩვენებში ბარიერი გადალახოს.
"ყვარყვარე აგერ ერთი უკრაინელი და ერთი აგერ ქართველი გვყავს - ნათელაშვილი მყავს მხედველობაში. არის შანსი, რომ ნათელაშვილმა გადალახოს ბარიერი. მე მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, თუ მისმენენ და უნდათ რამე გაიგონ. აი, ნახეთ მთელი მისი მოღვაწეობის ისტორია. ჯაშუშებიდანაც ფულს იღებდა, საქართველოს მოღალატეებისგან ფულს იღებდა. ამის კადრები თვითონ მერაბიშვილმა გაავრცელა. ეს არ არის ჩვენი მოპოვებული, ხომ? ერთადერთი კაცია საქართველოს პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი. ამას მისივე თანაგუნდელები კარგად აჩვენებენ. არ არის ტიპური ყვარყვარე? აბა სხვა რა გინდა რომ უწოდო? ერთადერთი მდიდარი კაცია, რომელიც ხელისუფლებიდან არ გამდიდრებულა. "ქართულმა ოცნებამაც" და წინამორბედებმაც ვთქვათ, შევარდნაძის მთავრობიდან, იციან ხელისუფლებიდან როგორ უნდა აიღონ ფული. ეს ხელისუფლებაში არ ყოფილა, ისე გახდა მდიდარი. თანაც ამას მისი საკუთარი თანაგუნდელები ამბობენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შალვა ნათელაშვილი, რომელმაც საქართველოს მოღალატეებისგან ფული აიღო, დაჭერის ნაცვლად, გვერდით დაიყენა.
"ნახეთ, "რუსთავი 2"-დან არ ჩამოდის ნათელაშვილი. "რუსთავი 2" აპიარებს, ხალხო, თავიდან ბოლომდე შეხედეთ, მხარდაჭერებს გეუბნებით. "რუსთავი 2" ვისია, ეჭვი ხომ არ გებადებათ. ნათელაშვილს უფრო კარგი კლიპი გაუკეთეს, მათი კლიპი არ ვარგა. ისე კარგი ხარისხიანი კლიპები არ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ნათელაშვილს. ბოლო 6 თვე, ერთი მძიმე სიტყვა არ უთქვამს "ნაციონალურ მოძრაობაზე". მარტო ივანიშვილს აგინებს - ესაა ძირითადი საგინებლად და "ქართული ოცნება". რაღა გინდათ მეტი მაგალითები რომ გაიგოთ, რომ ეს მათგან შეძენილია და შეიძინეს იმიტომ რომ დაჭერის ნაცვლად, სამი დღე სარდაფში რომ იმალებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ეს გაეშვათ ციხეში და დაესაჯათ, საკუთარ სამსახურში ჩაიყენეს. როცა ამერიკას არ უნდა პრემიერად სააკაშვილი, ნათელაშვილი ამერიკას აგინებდა. მერე იაკობაშვილმა ამერიკაში ვოიაჟები გაუკეთა - ვინ მიიღებდა ისე ნათელაშვილს ამერიკაში", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ივანიშვილის შეფასებით, თუ ნათელაშვილი შეძლებს პარლამენტში შესვლას არჩვენების შედეგად, ეს იქნება შავი ლაქა.
"ეს ყვარყვარე რომ პოლიტიკაში მოხვდეს სხვათა შორის და მან გადალახოს ბარიერი, ეს იქნება სწორედ შავი ლაქა ჩვენი მიღწევის. თუ ამ შავი ლაქის გარეშე მოხერხდება და დიდი ალბათობით, ნათელაშვილი ვერ შევა და ვერ გადალახავს, მაშინ ჩავთვალოთ რომ საზოგადოება მართლაც ხარისხობრივად აი, კითხვის ნიშანი რომ აღარაა, "ნაციონალური მოძრაობა" თავის ადგილზე იქნება, ნათელაშვილიც თავის ადგილზე იქნება და ყველანი თავის ადგილზე იქნებიან. და ყველას ექნება საშუალება, მხოლოდ ხალხის სამსახურში ჩამდგარმა სწორი მეთოდებით, უფრო პროგრესული მეთოდებით, ვიდრე "ქართული ოცნება" იყენებს დღეს, გააუმჯობესოს, გამოიყენოს, დაბრუნდეს უკან, აიღოს ხელისუფლება და მართოს. მაგრამ არა სიცრუით და არა ყვარყვარიზმით... ყვარყვარეს შესვლა პარლამენტში შავ ლაქად დარჩება, რომ მან კიდევ მოახერხა საზოგადოების მცირე ნაწილის მოტყუება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.