სამართალდამცველებმა ”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დააკავეს. რურუას თქმით, ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს.
”ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით”, - წერს რურუა Facebook-ზე.
შსს-ში იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით ნიკა რურუას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჯაფარიძე დაკავებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.