ნუკრი ქანთარია ირაკლი ოქრუაშვილზე: გამოცდილი ავანტიურისტია - ვის რაში უნდა აწყობდეს ახლა ოქრუაშვილზე იარაღიანი ხალხის მისევა?
03-10-2016, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ოქრუაშვილს არ ვიცი, რა ელანდება ამ შემთხვევაში. ის გამოცდილი ავანტიურისტია და არ არის გამორიცხული, რომ ეს არის გათვლა მისი მხრიდან. ვის რაში უნდა აწყობდეს ახლა ოქრუაშვილზე იარაღიანი ხალხის მისევა?, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.    

 

 

ქანთარია ოქრუაშვილის განცხადებას, რომ გორში "კრიმინალური ავტორიტეტების" გააქტიურებაში, კახა კალაძის ცოლის ძმა არის დამნაშავე, მტკნარ სიცრუეს უწოდებს.    

 

 

"ერთადერთი ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში წავიდეს არჩევნები და როგორ ფიქრობთ, კახი კალაძე და ნებისმიერი ჩვენგანი ავდგებით და ვინმეს მიზანში ამოვიღებთ, რომ იქ სროლა და ბახაბუხი იყოს? ეს არის მტკნარი სიცრუე“, - განაცხადა ქანთარიამ.    

 

 

გუშინ გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ირაკლი ოქრუაშვილმა თავდასხმის მონაწილეებად ედუარდ ნუცუბიძე და ალექსანდრე ინდუაშვილი დაასახელა. ამასთან, ოქრუაშვილმა გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახა კალაძის ცოლის ძმა დაადანაშაულა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი