„დღეს ამ ხელისუფლების მთავარი სამიზნე ისევე, როგორც ბოლო 1 წელია, არის „რუსთავი 2“. ამ 5 დღის განმავლობაში ეს გაათმაგებული იქნება“,-განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ მყარად იდგნენ და 5 დღეში გააკეთონ ის არჩევანი, რომელსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან.
„ამ 5 დღეს, რომელიც დარჩენილია არჩევნებამდე, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს „რუსთავი 2“-ს. დღეს ამ ხელისუფლების მთავარი სამიზნე ისევე, როგორც ბოლო 1 წელია, არის „რუსთავი 2“. ამ 5 დღის განმავლობაში ეს გაათმაგებული იქნება. შესაძლოა, ძალიან ბევრი სიურპირზი ვიხილოთ ხელისუფლების მხრიდან, თუმცა გარწმუნებთ, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ. საზოგადოებასაც მოვუწოდებთ, მყარად იდგნენ და 5 დღეში გააკეთონ ის არჩევანი, რომელსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.