ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემ მიერ არა ტელეფონით, ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემს მიერ ფარულად, - აღნიშნული განცხადება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიმ საგანგებო ბრიფინგზე, ინტერნეტში მისი და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
გვარამიას განმარტებით, საუბარი ერთი წლის წინათ შედგა და შეხვედრის სურვილი თავად მამუკა ახვლედიანმა გამოხატა.
"რა თქმა უნდა, ფარული ჩანაწერები პირველი არ არის ჩემთვის, მაგრამ ამ ტიპის გამოყენებული მასალა ნამდვილად პირველია. მე მინდა ახლა ეთერში განვაცხადო შემდეგი: ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემ მიერ არა ტელეფონით, ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემ მიერ ფარულად. ეს მოვლენები, რომლებიც ამ ჩანაწერშია, ხდებოდა დაახლოებით, ერთი წლის წინ, როდესაც პიკი იყო ჩვენი საქმის და კომუნიკაციის სურვილი გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ.... მივიღე გადაწყვეტილება რომ შევხვედროდი მას და შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი ამ შეხვედრაზე, რომ რამე პროვოკაციას არ ჰქონოდა ადგილი შემდგომში, ან თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქმული, გამოგვეყენებინა შემდგომ მტკიცებულებად", - განმარტა გვარამიამ.
მანვე დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მიერ 'რუსთავი 2"-ის დაინტერესებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: "ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფლება ჩვენ ვართ და ოპოზიციაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია".
"ასეთი შთაბეჭდილება მაქვს იმიტომ, რომ მათი ძირითადი დღის წესრიგი არის ჩვენზე საუბარი. მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები ამ ყველაფრის მიზეზს, ვერ ვხვდები წინასაარჩევნო დისკუსიაში რატომ არის ცენტრალური საკითხი "რუსთავი 2" მაშინ, როდესაც საქმეზე უნდა ილაპარაკონ პოლიტიკურმა პარტიებმა და განსაკუთრებით, სახელისუფლებო პარტიამ. ვერ ვხვდები ხელისუფლება რა დროს მუშაობს და რა დროს აქცევს ყურადღებას ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პრობლემებს. ვერ ვხვდები იმიტომ რომ ძირიათადად დაკავებულები არიან პირადად ჩემი პერსონით და განსაკუთრებით, "რუსთავი 2"-ით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.