ანაკლიის პორტის ინვესტორი ვალდებულებას იღებს, ააშენოს და სახელმწიფოს გადასცეს ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები
03-10-2016, 06:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს გაფორმებული ხელშეკრულებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე აქვს - ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები“,,-განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

დღეს, ანაკლიაში, მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს და მთელს ქვეყანას.

 

 

„დარწმუნებული ვარ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - ეს იქნება პროექტი, რომელიც არსებითად სხვა შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენს ქვეყანას. ასეთი პროექტების განხორციელების ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ანაკლიის პროექტი არის ინვესტიცია, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი ეკონომიკის შეუქცევად წინსვლას და რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელოვნად გაზრდას. მე მჯერა, რომ ამ პროექტით ჩვენ პრინციპულად შევცვლით რეალობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მან ასევე განაცხადა, რომ ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრენინგ ცენტრს“ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში.

 

 

„დადგენილია იმ ტრენინგების ნუსხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი შეღავათი და სტიმული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ რეგიონში მცხოვრებლებისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს ამ პროექტს, რადგან ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წყარო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ანაკლიის პროექტით ჩვენ ვაჩენთ სრულიად რეალისტურ იმედს მოსახლეობაში. ამ პროექტის საშუალებით, თანდათანობით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სამუშაო და ბევრი ოჯახი ამოისუნთქებს”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი