ნიკა გვარამია: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შესაძლოა, ტელეკომპანიაში წარმომადგენელი ჰყავდეს
03-10-2016, 06:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შესაძლოა, ტელეკომპანიაში წარმომადგენელი ჰყავდეს.

 

 

გვარამია ინტერნეტსივრცეში მისი და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი მისი გაკეთებულია.

 

 

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პრობლემური ის საკითხია, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული ჩანაწერი ქსელში.

 

 

მისი თქმით, "შეღწევა ხდება გარედან, ან შიგნით ჰყავს წარმომადგენელი, სამწუხაროდ უნდა ვთქვა სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურს, რომელსაც გააქვს შიგნიდან უკანონოდ მოპოვებული მასალები".

 

 

"რა თქმა უნდა, ფარული ჩანაწერები პირველი არ არის ჩემთვის, მაგრამ ამ ტიპის გამოყენებული მასალა ნამდვილად პირველია. მე მინდა ახლა ეთერში განვაცხადო შემდეგი: ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემ მიერ არა ტელეფონით, ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემ მიერ ფარულად. ეს მოვლენები, რომლებიც ამ ჩანაწერშია, ხდებოდა დაახლოებით, ერთი წლის წინ, როდესაც პიკი იყო ჩვენი საქმის და კომუნიკაციის სურვილი გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ.... მივიღე გადაწყვეტილება რომ შევხვედროდი მას და შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი ამ შეხვედრაზე, რომ რამე პროვოკაციას არ ჰქონოდა ადგილი შემდგომში, ან თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქმული, გამოგვეყენებინა შემდგომ მტკიცებულებად.

 

 

ყველაზე უფრო პრობლემატური ჩემთვის არის ის, თუ როგორ მოხვდა ჩემ მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერი ქსელში. ჩანაწერი მაშინვე განადგურდა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, მაგრამ იყო ჩემ კომპიუტერში დაცული რაღაც პერიოდის განმავლობაში, მე ახლა საერთოდ აღარ მაქვს ის კომპიუტერი და იყო ჩვენს ქსელში რაღაც პერიოდის განმავლობაში. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, რომელსაც ჰქვია კომპიუტერულ ქსელში შეღწევა. ეს არის კიბერდანაშაული. ყველას გვაქვს მოსმენილი ეს ჩანაწერი, გაშიფრულიც გვაქვს შეიძლებოდა თუ არა ამისი გამოყენება....

 


ჩვენთვის ძალიან პრობლემატურია მეორე ფორმით, არა მოსმენების ფორმით ჩვენი შიდა ამბების გატანა გარეთ. როგორც ჩანს, ორი ვარიანტია - ან შეღწევა ხდება გარედან , ან შიგნით ჰყავს წარმომადგენელი, სამწუხაროდ უნდა ვთქვა სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურს, რომელსაც გააქვს შიგნიდან უკანონოდ მოპოვებული მასალები. რამდენიმე კვირის წინ ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტაც გატეხეს და გამოაქვეყნეს", - განაცხადა გვარამიამ.

 

 

გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნიკა გვარამია და მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ. ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე „სავარჯიშო ბალიშია". მისივე შეფასებით, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე "მთლიანად მთავრობის მხარესაა".

 

 

„სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში, ხმას ვეღარ იღებს ვერავინ... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, - ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულ განცხადებას მამუკა ახვლედიანი აკეთებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი