ლევან ბერძენიშვილი: ყველაფერზე, ფულის თვლის გარდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს არაკვალიფიციური და წარმოუდგენლად არამეცნიერული დამოკიდებულებები
03-10-2016, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველაფერზე, ფულის თვლის გარდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს არაკვალიფიციური და წარმოუდგენლად არამეცნიერული დამოკიდებულებები, - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ივანიშვილის პროგნოზი, რომ პროპორციულ არჩევნებში ”ქართული ოცნება” 48-54%-ს მიიღებს, ხოლო მაჟორიტარულში კი - 60-70 კანდიდატს გაიყვანს, სოციოლოგიით მანიპულირებაა.

 

 

„რიცხვები, რომლებიც ჩვენ გავიგონეთ, არის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერის ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი, რომელიც რამდენად არ შეეფერება სინამდვილეს, გაირკვევა 8 ოქტომბერს. ეს არის გაცილებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზი „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეტყობა წარმოუდგენია, რომ რეალობას მნიშვნელობა არა აქვს, რეალობას ქმნის ის. ეს არის შეკვეთა, რა უნდა მას, დანარჩენს განახორციელებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ძირითად გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი. საერთოდ ეს არის მანიპულირება სოციოლოგიით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს ზუსტად ისეთი წარმოდგენა აქვს, როგორც ყველაფერზე, ფულის თვლის გარდა - ყველგან მას აქვს ასეთი არაკვალიფიციური და წარმოუდგენლად არამეცნიერული დამოკიდებულებები“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი