საქართველოს პარლამენტს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე გადაეგზავნა.
დოკუმენტი მოცულობითი ხასიათისაა და მასში გარკვეული ცვლილებები სავარაუდოდ პარლამენტში განხილვების შემდეგ შევა.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით, 410 მლნ-ით იზრდება და განსაზღვრულია 10 მლრდ 555 მლნ ლარით. ყველაზე მეტ დაფინანსებას კი ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროები მიიღებენ.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 10 მილიარდ 555 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 მილიარდ 520 მილიონ ლარს, გრანტები 135 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 900 მილიონ ლარს.
მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2017 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 4,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.0 %-ის ფარგლებში.
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 715 მლნ ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 170 მლნ ლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 22,3%-ს შეადგენს. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლის თანახმად, მომავალ წელს ყველა სახეობის გადასახადი ზრდითაა დაგეგმილი, გარდა სხვა გადასახადისა და ასევე დაახლოებით 450 მლნ ლარით მცირდება მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი და ის განისაზღვრა 523 მლნ ლარით, რაც ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, ანუ 2017 წლიდან დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რაც ამცირებს მომავალ წელს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს.
რაც შეეხება ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროების ბიუჯეტს, მომავალ წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 3 მლრდ 330 მლნ ლარი იქნება. მათ შორის, გაზრდილია მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის განსაზღვრულია 1 მლრდ 665 მლნ ლარი, რაც 2016 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მლრდ 86 მლნ ლარამდე იზრდება. მაშინ როცა 2016 წელს აღნიშნული უწყების ბიუჯეტი 950 მილიონ ლარს შეადგენდა. კერძოდ, იზრდება თანხები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, მათ შორის გზების და ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე და ა.შ.
2017 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 25 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 609 მლნ ლარი, რაც ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა გაზრდილი ხელფასების დაფინანსებას, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.