ქუთაისის მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო - წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია
03-10-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ფაზის სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქის მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო.

 


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად, იმ ქუჩების მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც უწყვეტი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობენ და პირადად გაეცნო 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის პროცესის მიმდინარეობას.

 


ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სექტემბრიდან დამატებით, ქუთაისის 29 ქუჩის 11 000 -მდე მოსახლე 24-საათიანი, ხოლო 69 ქუჩის 25 000 ადამიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სარგებლობს.

 


ამასთანავე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს, რომლის დასრულების შედეგად, ქალაქი სრულად 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 


პროექტის ფარგლებში, სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წელს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი