ირაკლი ოქრუაშვილი: თუ 8 ოქტომბრამდე არ იქნება ბრალდებული დაკავებული, შეიძლება ვიმოქმედო ჩემი რესურსებით მათ წინააღმდეგ
03-10-2016, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ირაკლი კობახიძის განცხადება იყო საკმაოდ ცინიკური, უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივი“,-აღნიშნა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

 

ოქრუაშვილის თქმითვე, გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მასთან მმართველ გუნდს კომუნიკაცია არ დაუმყარებია.

 

 

„შემთხვევა მოხდა მათი აქტივისტების ინსპირირებით. მათი აქტივისტები მონაწილეობდნენ და ამიტომ დაბრალდა „ქართულ ოცნებას“ და არა სხვა რომელიმე პარტიას. მე ვისურვებდი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ცოტა მეტი ფილტრი გაუკეთონ თავიანთი წარმომადგენლების განცხადებებს და მოიკითხონ მაინც დაჭრილები. მე, გუშინ 19:20 საათზე გავაკეთე განცხადება. მომხდარი ფაქტიდან ამ დრომდე მმართველი გუნდის მხრიდან რომ ყოფილიყო რაიმე ტიპის კომუნიკაცია, მოკითხვა მაინც, რა მოხდა და რაიმე ხომ არ გვჭირდებოდა, შესაძლოა, მე გაცილებით კონსტრუქციული ვყოფილიყავი“, - აცხადებს ოქრუაშვილი და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ბევრი რესურსი გააჩნია, ჯერჯერობით არ ცდილობს რაიმე მოქმედებების დაწყებას ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციისთვის წამმზომი ჩართულია.

 

 

„პოლიციისთვის წამმზომი ჩართულია. მათ დრო ეწურებათ. ეს დრო კი, ლოგიკურად არჩევნების დღეს იწურება. თუ ამ დღემდე, 8 ოქტომბრამდე არ იქნება ბრალდებული დაკავებული, ეს იქნება გზავნილი ასეთი ტიპის სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან „ქართული ოცნების“ კამპანიაში – ნუ გეშინიათ ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ მათთვის იქნება ყველაფერი კარგად, მე შეიძლება ვიმოქმედო ჩემი წესებით, ჩემი რესურსებით მათ წინააღმდეგ. თუ ეს ყველაფერი გადაიზრდება არასასურველ შედეგებში, მე პასუხისმგებლობას ვიხსნი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

 

გორში ირაკლი ოქრუაშვილზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ აქტივისტების და "მით უმეტეს, "ქართული ოცნების" ლიდერების მონაწილეობას" კატეგორიულად გამორიცხავს ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

 

 

"გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში. ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

 

 

გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, ის პირი, ვინც მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, ალექსანდრე ინდუაშვილია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, გორში ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება და "ამ ყველაფერის თავი და თავი გახლდათ კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ასეთი ადამიანების აქტიურობას". გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, სწორედ ის აძლევდა გარანტიას, რომ მათ არავინ შეეხებოდათ, ისევე როგორც ის უკეთებდა ორგანიზებას კრიმინალურ ავტორიტეტების მიერ გორელი ახალგაზრდებისათვის ზარების განხორციელებას. "მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ჩემი ძალებით ძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მაქვს“,-აღნიშნა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი