რომის პაპი: შემძრა პატრიარქის გაცნობამ, მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი
03-10-2016, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა - ერთი არის  საქართველო. ჩემი მეორე აღმოჩენა კი საქართველოს პატრიარქი იყო“,- განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკემ იტალიაში გამგზავრებისას, თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

რომის პაპის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  

 

 

ფრანცისკეს თქმით, მან იპოვა „ნამდვილი ღვთისკაცი“ ილია მეორეს სახით.

 

 

„საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა - ერთი არის თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ღრმა რწმენით. ის არის ღვთის კაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

 

 

რაც შეეხება კითხვას, რომ ილია მეორესთან პირადად შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა თუ არა უფრო დიდი შანსი იმის, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი ეკლესიებს შორის იმ დოგმატურ თავისებურებებზე და განსხვავებებზე, რომლებიც არსებობს და როგორ ხედავს  ურთიერთობას მართლმადიდებლურ და კათოლიკე ეკლესიებს შორის, პაპმა აღნიშნა, რომ დოქტრინებზე საუბარი თეოლოგების საქმეა.

 

 

„რაც შეეხება საკითხებს, რაც გვაშორებს და გვაერთიანებს, ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი. მოდით, დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად. მათ კარგად იციან და ორივე მხრიდან თეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეა, ერთობლივად რაიმეს გაკეთება. ამდენი ღარიბი ადამიანია. მოდი ერთად გავაკეთოთ ბევრი რამ ღარიბი ადამიანებისთვის. მათთვისაც, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს“, - განაცხადა რომის პაპმა.

 

 

რომის პაპი 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტად იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი