ქობულეთში „სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო გაზიფიცირების პროგრამით“ წელს 58-მა ოჯახმა ისარგებლა.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მიზნობრივი პროგრამა მესამე წელია, რაც ხორციელდება მუნიციპალიტეტში და იგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
უფასო გაზიფიცირების პროგრამა ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების ერთი წერტილის დაფინანსებას ითვალისწინებს.
სოციალური პროგრამით სარგებლობა 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლია. წელს კიდევ 17 ოჯახის გაზიფიცირება იგეგმება. პროგრამის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.