აშშ-ს სენატი მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, მისი საზღვრების დასაცავად. სენატორმა - დემოკრატიული პარტიიდან - ბენჯამინ კარდინმა განაცხადა, რომ ამერიკის სენატმა გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, უკრაინის თავდაცვის სფეროში დახმარების თაობაზე.
"მე ვიცი, რომ ადმინისტრაცია [პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია] ამჟამად განიხილავს, უკრაინის დაცვის რამდენიმე ვარიანტს. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი დაგვეხმარა იმაში, რათა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესახლებლობა დაიცვას საკუთარი საზღვრები", თქვა სენატორმა კარდინმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი, ამერიკელ ჩინოვნიკებთან ერთად, უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხებს განიხილავდა.
25 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე განხილვის დროს, სადაც საუბარი ეხებოდა ევროპის წინაშე მდგარ საფრთხეებს, თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ უორმოტმა განაცხადა, რომ სანქციები არ გამოდგა ეფექტური, და რუსეთის ქცევას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება თუ შეცვლის.
13 თებერვალს რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფმა, აშშ-ს კონგრესში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც აძლევს პრეზიდენტ ობამას შესაძლებლობას, უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.