ზუგდიდის სამმართველოში სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში ერთ-ერთი მონაწილის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, კახა ქირიას დაკითხვა მიმდინარეობს.
ზუგდიდის სამმართველოს შენობასთან ინციდენტში მონაწილე სხვა პირებიც იმყოფებიან. ერთ-ერთმა მათგანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდინეძის შტაბის უფროსმა, პაპუნა კუკავამ, რომელიც ერთხელ უკვე დაკითხეს, ჟურნალისტებთან დაპირისპირების დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ქვების სროლით გამოეკიდნენ ახალგაზრდები.
„მეორედ დაკითხვაზე რატომ დამიბარეს, ჩემთვის უცნობია. მე ვიყავი დაკითხვაზე, მივეცი ჩვენება, როგორც იყო, დღეს ისევ დაბარებული ვარ და ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი. საღამოს, როცა სახლში გადავაადგილდებოდი ჩემი პირადი მანქანით, ჩემი ქუჩის გადასახვევთან დამხვდნენ ახალგაზრდა პირები. დავინახე, რომ სადღაც 8-10 ახალგაზრდა იდგა ჩემს სავალ ნაწილზე. მიმართვაზე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა, არც მე დავეღუპე და არც თვითონ მოსვლოდათ რამე, აგრესიულად მითხრეს, რომ კარგად იცოდნენ მოძრაობის წესები და მომვარდნენ მანქანაში. მანქანას წიხლები ურტყეს. მანქანაში შემოღწევას და გალახვას ცდილობდნენ. ხელიც დამარტყეს. გავექეცი ამათ. წავედი ჩემი სახლისკენ, რომელიც სადღაც ას მეტრში იყო. გინებით, ქვების სროლით გამომეკიდნენ. გზაში მელოდებოდა ჩემი ფეხმძიმე მეუღლე პატარა ბავშვთან ერთად. მე ვეცადე დამეცვა ჩემი ოჯახი. მომვარდნენ, რაც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ეს გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთი. მერე წავედი სახლისკენ. დავტოვე ესენი. შეიკრიბა სადღაც ასი კაცი, მეზობლები, უცნობები მანქანებით. ქვებს გვიშენდნენ, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი მომხვდა. ვიცავდი ჩემს მეუღლეს და პატარა ბავშვს. დაზიანებულია ჩემი მანქანა, დაზიანებულია ჩემი ნათესავის მანქანაც. ორივე არის დამტვრეული. მე ვიყავი ექსპერტიზაზე. დაჟეჟილობები მაქვს ტანზე”, - განაცხადა კუკავამ.
ზუგდიდის რაიონში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. „ქართული ოცნების“ ცნობით, ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ნასვამმა წევრებმა მაშინ სცემეს, როდესაც პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.