ბავშვები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I კლასში, ქალაქ ხონის №1 და №2 საჯარო სკოლებში და ა(ა)იპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლში „სასკოლო მზაობის პროგრამას“ წელსაც გაივლიან.
როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას გასულ წელს გამოეხმაურა და სამ სკოლაში ასამდე სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის მოსამზადებელი პროგრამა დააფინანსა.
სასწავლო დროის მინიმალური ხანგრძლივობა 30 კვირაა. აქედან გამომდინარე, აქტივობის ყოველდღიური პერიოდი, კვების გარეშე, სამ აკადემიურ საათს მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.