ძალიან ცუდ დღეშია „ნაციონალური მოძრაობა“, ეს აისახება „რუსთავი 2”-ზე და მის დირექტორზეც, რომელიც ასევე ცუდ დღეშია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
"არასწორი მონაცემებით, გაყალბებით, ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაც უკვე სასაცილოა. ყველამ კარგად იცის „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს არავინ ენდობა, საზოგადოება ძალიან წინ არის წასული“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.