დავით ონოფრიშვილი: 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაც არ დაუჭერს
03-10-2016, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ  მთავრობის მიერ ინიცირებულ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაც არ დაუჭერს.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  2017 წლის ბიუჯეტის პროექტში პრაქტიკულად ცვლილებები არ არის.

 

 

„მე გადავხედე ბიუჯეტის პროექტს და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის ზრდა არის მხოლოდ 4%, მაშინ, როცა ივნისში შემოსულ ძირითად მიმართულებებში შეთანხმებული იყო 5%-იანი ზრდა. მე მგონი, ეს მინიმუმის მინიმუმია, რაზეც უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ორიენტირებული. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ ბიუჯეტს გინდაც ძველმა და გინდაც ახალმა პარლამენტმა მხარი დაუჭიროს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად არავითარი ცვლილებები არ არის. ერთადერთი მოგების გადასახადი არის შემოსავლებში შემცირებული, რადგანაც იგი უქმდება. სხვა მხრივ, შემოსავლების ზრდა არის მინიმალურზე, ხოლო პროგრამებიც თითქმის უცვლელია“, - განაცხადა ონოფრიშვილმა და ასევე, დასძინა, რომ  იგი ლოგიკას ვერ ხედავს იმ ფაქტში, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ინიციატივები ბიუჯეტში ასახული არ არის.

 

 

„შემოსავლების ნაწილი თუ არ გაიზარდა, ახალ პროგრამას ვერ გააჩენ, ან რაღაც მთლიანად უნდა ამოიღო. ძნელია ამ ლოგიკის ახსნა, რადგან არც პენსიების და არც სხვა მნიშვნელოვანი ნაწილის ზრდა არ ჩანს რომელიმე მიმართულებით, ეს ნამდვილად არ არის ის მოლოდინი, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

 

 

საქართველოს პარლამენტს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტი მოცულობითი ხასიათისაა და მასში გარკვეული ცვლილებები სავარაუდოდ პარლამენტში განხილვების შემდეგ შევა.   

 

 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით,  2016 წელთან შედარებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით, 410 მლნ-ით იზრდება და განსაზღვრულია 10 მლრდ 555 მლნ ლარით. ყველაზე მეტ დაფინანსებას კი ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროები მიიღებენ.

 

 

პარლამენტი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტს ოქტომბერში განიხილავს. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი