ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველა მასწავლებელი გმირია თუნდაც იმიტომ, რომ აირჩია ეს პროფესია - მე ვიქნები ყველა მასწავლებლის დამფასებელი
03-10-2016, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველა მასწავლებელი გმირია თუნდაც იმიტომ, რომ აირჩია ეს პროფესია. მე ვიქნები ყველა მასწავლებლის დამფასებელი", - აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.

 

 

ჯეჯელავა "ქართული ოცნების" აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ოთარ დანელიასთან ერთად, აბაშა-მარტვილის მუნიციპალიტეტში პედაგოგებს შეხვდა და სასწავლო დაწესებულებები დაათვალიერა.

 


„მომავალ წელს ავტობუსის მომსახურებით დამატებით 23 საჯარო სკოლა და 1500 მოსწავლე ისარგებლებს, გაგრძელდება სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და სათანადო ინვენტარით აღჭურვა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე, დაინერგება თავისუფალი გაკვეთილები, რაც სწავლების ინოვაციური და კრეატიული საშუალება იქნება და სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

მინისტრის თქმით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება მასწავლებლების ხელფასის ზრდა, რაც 800-900 ლარს მიაღწევს.

 


მარტვილში ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავა და ოთარ დანელია სოფელ ნაგებერაოს ახალი საჯარო სკოლის პროექტს გაეცნენ, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კერძო სკოლა ,,სხივი“ და სოფელ ნაგვაზაოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი დაათვალიერეს. გარდა ამისა, მათ აბაშის მე-2 საჯარო სკოლა მოინახულეს.

 

 

„ყველა მასწავლებელი გმირია თუნდაც იმიტომ, რომ აირჩია ეს პროფესია. მე ვიქნები ყველა მასწავლებლის დამფასებელი. გახსნილი კომუნიკაცია არის ჩვენი რეფორმის დასაყრდენი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში თვისობრივად განსხვავებული ვითარება გვექნება განათლების სფეროში“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ აბაშაში პედაგოგებთან შეხვედრაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი