საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელთან, პიტერ იავორჩიკთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა განიხილეს.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან აღინიშნა, რომ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრებს შორის და თავჯდომარე ქვეყანა მუშაობს ყველა საჭირო პროცედურის წარმატებით და დროულად დასრულების მიმართულებით.
პიტერ იავორჩიკმა გამოთქვა იმედი, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი განხილვა დადებითი შედეგით დასრულდება უახლოეს მომავალში და სლოვაკეთს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას მიეცემა მანდატი შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ვიზის ლიბერალიზაციის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რაც არაერთხელ ითქვა ევროკავშირის მხრიდანაც.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დროულად შემოღების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.