მექსიკის პოლიციამ ქვეყნის ყველაზე მეტად ძებნილი პირი, ნარკოტიკების უმსხვილესი მაგნატი სერვანდო „ლა ტუზა“ გომესი მორელიაში, ყოველგვარი გასროლისა და დიდი ხმაურის გარეშე დააკავა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
იგი მექსიკო სითიში ვერტმფრენით მაქსიმალურად გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადაიყვანეს.
პრეზიდენტმა ენრიქე პენა ნიეტომ „თვითერზე“ დაწერა, რომ ამ დაკავებით „ქვეყანაში კანონის უზენაესაობა გაძლიერდა“.
პოლიციის განცხადებით, გომესის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, მისი მესინჯერიდან გაგზავნილი შეტყობინების კვალზე გასვლით მოხერხდა. მესინჯერიდან ტექსტი დაჯგუფების იმ ერთ-ერთ წევრთან იყო გაგზავნილი, ვინც მას საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფდა.
იგი მაშინ დაატყვევეს, როცა მისი სახლიდან გარეთ გამოდიოდა. მას ქუდი ეხურა და შარფი ჰქონდა მოხვეული, რათა მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი არ ყოფილიყო.
პოლიციამ მასთან ერთად, მისი 8 კომპანიონიც დააპატიმრა და ამავე დროს რამდენიმე იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნები, ამოიღო. დაპატიმრებულთა შორისაა, მისი ძმა ფლავიო გომესიც, რომელიც ოჯახის ფინანსებს განკარგავდა.
მექსიკის პოლიცია თვეების განმავლობაში აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციებს, რათა დაკავების ოპერაცია წარმატებით განეხორციელებინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.