მიხეილ სააკაშვილი: ნორმალური სიტუაციაა რომ ამ კაცს, რომელსაც პრეზიდენტი ეწოდება, მარგველაშვილს, ჩემთვის მოქალაქეობა ჩამოართმევინეს?
04-10-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნორმალური სიტუაციაა, რომ მე აქ ვარ? ნორმალური სიტუაციია, რომ ამ კაცს, რომელსაც პრეზიდენტი ეწოდება, მარგველაშვილს, ჩემთვის მოქალაქეობა ჩამოართმევინეს?, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook live-ის დროს გააკეთა.

 


ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს მოქალქეობას კანონიერად დაიბრუნებს.

 

 

"ამ ადამიანმა მე სრულიად უკანონოდ წამართვა მოქალაქეობა და სრულიად კანონიერად დავიბრუნებ. ნურავის ეჭვი ნუ შეეპარება ამაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

 


მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ახლა დაპატიმრებით ემუქრებიან, საქართველოში ჩამოსულს დახვდებიან და კორიდორსაც გაუკეთებენ.

 


"ის ადამიანები, ვინც ახლა ჩემი დაპატიმრებით იმუქრებიან, სანდრას მოასწრებენ სასაზღვრო პუნქტთან, სადაც ჩამოვალ და დამხვდებიან დიდი ტაშის კვრით - აი, ნახავთ თუ არა. და კორიდორსაც გამიკეთებენ, სხვათა შორის",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი