მამუკა ახვლედიანი: ნიკა გვარამიას სულ მცირე ბოდიში მაინც უნდა მოეხადა ჩემთვის
04-10-2016, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც მისი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას  საუბარია ასახული, სკანდალურს ვერაფერს ხედავს.

 

 

მისი თქმით, ჩანაწერის გავრცელება შესაძლოა ნებისმიერი პირის, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესებში ყოფილიყო.

 

 

„ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო ამით დაინტერესებული - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც. ამას ვსაუბრობ 500 ადამიანთან და საჯარო გამოსვლებშიც. ვერ იქნებოდა დეტალებზე საუბარი იმიტომ, რომ მე ასე არ ვსაუბრობ. ვინმესთან ასე კონკრეტიკაში არ ჩავდივარ. ვიღაცას აწყობს რომ გავბრაზდე, ვიღაცას აწყობს რომ ჩუმად ვიყო, მაგრამ არც ერთ პოლიტიკას არ მივყვები. სასამართლო სისტემა მიყვარს, პატივს ვცემ და ძალიან მინდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს სამართალი“,- აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ 2030.News-ს განუცხადა, რომ ნიკა გვარამიას სულ მცირე მისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა.

 

 

„ერთ კითხვას გაეცა პასუხი - ზოგს ეგონა,  მე თვითონ ხომ არ ჩავიწერე და გავავრცელე. შესაძლებელია, გვარამია ფიქრობდა, რომ რაიმე საინტერესო შეიძლებოდა მეთქვა. როცა ბრიფინგი დაიწყო და განაცხადა,  რომ ჩანაწერი მან აწარმოა, სულ მცირე ბოდიში მაინც უნდა მოეხადა ჩემთვის“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

 

 

გუშინ დილით ინტერნეტსივრცეში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ჩანაწერი მან გააკეთა, თუმცა შემდეგ ეს ჩანაწერი წაშალა. გვარამია ამბობს, რომ შესაძლოა მისი კომპიუტერი გატეხეს და ასე მოხვდა ამ ჩანაწერის მოპოვება და შემდეგ გავრცელება.

 

 

გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ.

 

 

ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე „სავარჯიშო ბალიშია". მისივე შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე "მთლიანად მთავრობის მხარესაა".   

 

 

„სრული კოლაფსია, არ ჰყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში, ხმას ვეღარ იღებს ვერავინ... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, - ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულ განცხადებას მამუკა ახვლედიანი აკეთებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი