საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ერთიანობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა გერმანელ ხალხს გაერთიანების დღე მიულოცა და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, შემთხვევითი არ არის, რომ 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა.
„გერმანია არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ძლიერი და ერთგული პარტნიორი ევროკავშირში. დღეს ჩვენ ბევრი რამისთვის გვეთქმის მადლობა და ბევრი რამ გვაქვს აღსანიშნავი. დღევანდელი დღესასწაული ძალიან ღირებულია საქართველოსთვისაც. შარშან ჩვენ აღვნიშნეთ გერმანიის ერთიანობის აღდგენის 25-ე წლისთავი, წელს კი აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი. გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოც მალე აღნიშნავს თავისი ერთიანობის აღდგენას. ჩვენი მიზნებისკენ წინსვლაში კი გერმანია ჩვენი მისაბაძი მაგალითია”, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის შემოღების მოლოდინში, საქართველო აღრმავებს გერმანიასთან თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში.
„რამდენიმე კვირის წინ თბილისში ჩატარებული ოქტობერფესტის დროს ბევრისთვის თვალშისაცემი იყო ჩვენი სიყვარული გერმანული კულტურისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაცნობითი ხასიათის მოვლენა იქნება მძლავრი სტიმული ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმოგზაურონ გერმანიაში და გაეცნონ გერმანიის მდიდარ კულტურას“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
გერმანიის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.