გიორგი მარგველაშვილი: გადაწყვეტილების მისაღებად გავითვალისწინებ პარტიის საგარეო კურსს, ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი მის დამოკიდებულებას
04-10-2016, 04:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესში არჩევნების, ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობას და სამოქალაქო ვალდებულებებს ეხებოდა.

 

 

პრეზიდენტს უნივერსიტეტში სასწავლებლის რექტორმა მერაბ ბერიძემ უმასპინძლა და ის პროექტები მიმოიხილა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან „ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა უნივერსიტეტის ახალქალაქის აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსების ინტერნეტიზაცია, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და დაწესდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია, მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობის პროექტი. ჯამში უნივერსიტეტმა 95 000 ლარის დაფინანსება მიიღო.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას, წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტის აქტიურობას და მისი ინიციატივით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს არჩევნებზე მისვლისკენ და მათი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის მიმცემი პროცესია, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ვალდებულებაა.

 

 

„მე არ მოგიწოდებთ, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან პარტიას მისცეთ ხმა, ამ პროცესში ყველაზე უმთავრესი, თქვენი მონაწილეობაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს მიზნისკენ სწრაფვის შესაძლებლობას მისცემს.

 

 

თქვენი არჩევანი დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა კი ჩვენი წინა თაობების მონაპოვარია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს უფლება. არჩევნებში მონაწილეობის პროცესში ხორციელდება დემოკრატია და იწყებს მუშაობას დემოკრატიული სახელმწიფო“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა სჯის საკუთარ თავს და საკუთარ სამშობლოს, საკუთარ თავს ართმევს დემოკრატიული, პოლიტიკური პროცესების მართვის უფლებას.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღონ.

 

 

,,მე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად გავითვალისწინებ პარტიის საგარეო კურსს, მის ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი მის დამოკიდებულებას. ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

პრეზიდენტმა ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში გადასახლდნენ რეგიონებში, იცხოვრონ სოფლებში, გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს და გაითვალისწინონ საზოგადოების დაკვეთა.

 

 

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კონკურსის ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი" გამარჯვებული სამცხე-ჯავახეთის გუნდი, ახალციხის მე-6 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი